Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დაგეგმილ თსუ-ს გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისათვის.

 

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 08/07/2025 - 26/09/2025

 

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 6 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში (ERASMUS+ ICM, Bilateral Exchange Programs, და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები (ვისთვისაც 2025 წლის შემოდგომის სემესტრი იქნება II-VI სემესტრები (ბაკალავრიატი), I-II სემესტრი (მაგისტრატურა) და დოქტორანტურის ნებისმიერი სემესტრი) უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

 

რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება: 2025 წლის 8 ივლისიდან 26 სექტემბერის 15 საათის (თბილისის დროით) ჩათვლით.

 

ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთ ენაში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული.

 

ტესტირება გაიმართება 2025 წლის 1 ოქტომბერს, 10:00 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

 

ტესტირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო მობილობის და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ აქ.

თარიღი: 03/07/2025